საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სერეი ჩიმ.

შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს მხარეთა შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩო, რათა ხელი შეეწყოს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბაკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძირითადი ფუნქციებისა და მანდატის ფარგლებში.

მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში.

მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია მხარეებს შორის მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლა ეკონომიკურ და ფინანსურ მოვლენებსა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის საკითხებზე. მათ შორის, თითოეული მხარის იურისდიქციაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს