მამუკა მდინარაძე - „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული, ხოლო შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული.

„ნაცმოძრაობას“ და მდიდარ „ენჯეოებს“ ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.

რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან.

ის, რაც კარგია შტატებში და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელებაა საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება