დავით კაჭარავა - რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უფრო კარგად კეთდება საქმე - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ინტერესია, ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ

კანონთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კაჭარავამ აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონის" მიღება საქართველოს ინტერესშია.

„ძალიან მარტივია ფორმულა - რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უმეტეს, ფინანსები, რომელიც უცხო ქვეყნიდან მომდინარეობს, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. რაც უფრო დაიხურება ეს ყველაფერი და სიბნელით იქნება გარემოცული, მაშინ ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბნელ საქმეებს შეიძლება ეს [თანხები] ხმარდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამ გზით ვივლით, ეს საქართველოს ინტერესია და ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, რომ საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ", - განაცხადა დავით კაჭარავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება