„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები კვლავ „ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებიან და როგორც ისინი აცხადებენ, პოლიციელებს, რომლებიც შსს-ს ბრძანებას არ შეასრულებენ და ამის გამო “თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ისინი შესაბამის ხელფასს აუნაზღაურებენ".

“პოლიცია, თუნდაც ბოლო წამს, თუ დაიჭერს ხალხის მხარეს, იქნება მართალი. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც არ შეასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებას და თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ჩვენ შესაბამის ხელფასს ავუნაზღაურებთ. მათ უნდა გაიაზრონ ის, რომ პოლიციელის პროფესიის მთავარი მიზანი ხალხის დაცვაა. ჩვენ უკანონოდ დაკავებული ხალხის გათავისუფლებას ვითხოვთ”, - განაცხადეს აქტივისტებმა.

“მონებო”, - სკანდირებენ აქციაზე შეკრებილები.

კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების“ ოფისთან, სანაპიროზე, გზა გადაკეტეს.

ამასთან, დემონსტრანტების ნაწილმა მშვიდობის ხიდზე ევროკავშირის დროშა გადმოფინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება