აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.

მათი თქმით, დღეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეწყდება და პროტესტი აქ გაგრძელდება.

მანამდე კი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდნენ. მათ სანაპირო გადაკეტეს, ხოლო დემონსტრანტების ნაწილმა მშვიდობის ხიდზე ევროკავშირის დროშა გადმოფინა.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას და განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 19:00 საათიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმდინარეობდა, საიდანაც დემონსტრანტები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ“ გაემართნენ.

მმართველი პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც შეკრებილებს „ქართული ოცნების” ოფისთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება