ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის და ამ პროცესში ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ”, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება