ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია - რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს!

საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.

„რაც შეხება ბატონი შარლ მიშელის ნათქვამ სიტყვას, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებული, რადგან იმის გამო, რომ ამ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილური განვითარება ჰქონოდა და დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ. აღარ დავუბრუნდები იმ რყევას და პოლიტიკურ საბოტაჟს, რასაც ოპოზიცია ეწეოდა, დავთანხმდით ისეთ რაღაცებს, რასაც არც კონსტიტუცია ითვალისწინებდა და საერთოდ, დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელია. 43%-იანი ბარიერის გადალახვას დავთანხმდით, ამაზე მეტი და შორს წასვლა რად გინდა?! ვერც ერთი თანამდებობის პირს, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვერ დანიშნავდი, თუ ოპოზიცია არ დაგეთანხმებოდა, ასეთი რამე მსოფლიოში არსადაა. მიუხედავად ამისა, ამან პოლარიზაცია არ შეასუსტა, პირიქით გააძლიერა. თუ ნამდვილ დიალოგზე და ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა, ჩვენ სხვა პირობა და მოთხოვნა არ გაგვაჩნია. საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გამუდმებით ბრალს დებდნენ, რომ რუსეთისათვის სანქციების არიდების ადგილია, ჩვენ ოფიციალური დელეგაციების შეფასება ვნახეთ, რომ საქართველო სისტემურად ყველაზე კარგად მოწესრიგებული ქვეყანაა სანქციების დაცვის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით. რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს საქართველოში არჩევნებით პოლიტიკური სისტემის განვითარება, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს, მედიასივრცე მრავალეროვანი, თავისუფალია, პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი, თავისუფალია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო