ლევან ბეჟაშვილი - მოვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას

ზონდერ ჯგუფები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, მოქმედებენ პოლიტიკური დავალებით, რომელსაც გასცემს შს გომელაური, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს“ მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა დაეკისროს.

„როდესაც სახელმწიფო ასე სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და მომიტინგეებს, როდესაც პოლიტიკოსებზე ასე სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებენ და როდესაც კრიმინალური ზონდერ ჯგუფები დათარეშობენ და ახალგაზრდებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ, ამაზე მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს გომელაურს, რადგან წარმოუდგენელია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ ხდებოდეს. ეს ადამიანები მოქმედებენ სწორედ პოლიტიკური დავალებით და შესაბამისად, ბრძანებას გასცემს მინისტრი გომელაური და რაც მთავარია, ეს დავალებები მოდის ივანიშვილისგან, ამიტომ ვითხოვთ მინისტრი გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი თანამდებობის პირი არ არის დაკავებული, არ გადამდგარა და პასუხისმგებლობაში არ მიუციათ და არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო