თბილისის მერის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს

თბილისი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების წლევანდელი თემაა "ხიდი მომავლისკენ".

თბილისის მერიის ცნობით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სახელწოდებით, „მწვანე ქალაქი: ურბანული ლანდშაფტების გარდაქმნა მდგრადი ხვალინდელი დღისთვის". ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მიმართვისას ანდრია ბასილაიამ სადისკუსიო თემის მიმართულებით თბილისში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებას გააცნო. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის მესვეურებს იმისათვის, რომ ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად თბილისი შეარჩიეს. რაც შეეხება ჩვენი დისკუსიის ძირითად საკითხს, მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს, თბილისმა მიიღო „მწვანე ქალაქის“ სამოქმედო გეგმა, რის შემდეგაც ჩვენ ვავითარებთ გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ისეთებს, როგორიცაა: ტრანსპორტი, მწვანე სივრცეების შექმნა, ნარჩენების მართვა და სხვა. რასაკვირველია, თითოეული ეს მიმართულება ცალ-ცალკე და ერთად ქმნის ურბანულ დასახლებაში მცხოვრებთათვის უფრო კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს. ცხადია, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, განსაზღვრული გვაქვს მისი განხორციელების შედეგები და ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა აზიის განვითარების ბანკს და სხვა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თბილისის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, რომლებიც საჯარო და კერძო სექტორებს, სფეროს სპეციალისტებსა და მკვლევარებს წარმოადგენენ, ქალაქებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ეფექტიან სტრატეგიებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, აზიისგანვითარებისბანკის 57-ეწლიურშეხვედრასსაქართველო 2 მაისიდან 5 მაისისჩათვლითმასპინძლობს. შეხვედრისსტუმრებსშესაძლებლობააქვთ, იმსჯელონეკონომიკურიგანვითარებისტენდენციებსადასაერთაშორისოსაფინანსოინსტიტუტებისროლზე, ამმიმართულებითმიზნებისმიღწევაში, ასევე, კლიმატისცვლილებისასხვაგლობალურიგამოწვევებისთაობაზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო