ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია  მიმდინარეობს

ქუთაისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თეატრის წინ იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ბაგრატის ტაძართან გადაინაცვლებენ.

„აღდგომას შევხვდეთ ბაგრატთან" - ასეთია დღევანდელი აქციის დევიზი.

შეკრებილები კანონპროექტს მე-17 დღეა აპროტესტებენ.

მათი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს.

„დღეს მსვლელობით მივალთ ბაგრატის ტაძარში, სადაც ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ. არ დავიღლებით ! ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ორო მოსმენით უკვე მიიღო", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება