საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა და კოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!აღდგომა ჩვენი სარწმუნოების თავიდათავია. ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სწავლა და გარჯა სძლევს სიბნელესა და უმეცრებას, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს და რომ სიკვდილზე გამარჯვება მოპოვებულია.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: „დღეს გამოიხსნება სამყარო - ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით - ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან - თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი“.

დაე, ჩვენთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, აღდგომა იყოს ჩვენთვის მადლის მომფენი და მოგვანიჭოს ძალა სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, უფალო „შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ, უფალო, დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან“.

იმედი მაქვს, უფლის წყალობით, შევძლებთ და დავძლევთ იმ სირთულეებს, რაც ჩვენს წინაშე დგას - მშვიდობა საქართველოს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! გილოცავთ, შეგვეწიოს უფლის მადლი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება