სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა გახსნას „ახალი ხედები“ საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა მალე დაბრუნდება.

„ვაპირებთ, ვიმუშაოთ საფრანგეთთან და მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გამოვნახოთ კრიზის გადაჭრის სწორი გზები“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინი, საფრანგეთის შემდეგ, სერბეთსა და უნგრეთში გამგზავრება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება