რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, საქართველოსთვის გამორჩეულად პატივსაცემი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა.

„წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა დიოკლეტიანემ წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მრავალი ტანჯვა-წამების, მათ შორის, ურმის თვალზე გაკვრის შემდეგ, წმინდანს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს