“ლელო“ - პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს

პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით, სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს, - ამის შესახებ "ლელოს" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც "ლელო" განცხადებაში აღნიშანვავს, "გასულ დღეებში ძალადობის ფაქტები გადაიქცა ხელისუფლების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად - დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ".

"ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. ქართველი პოლიტიკოსების, ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტები, ასევე "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის უკანონო დაკავების და პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტი - ასევე გამოუძიებელია.

ყველა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო აქციოს ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეყნად, სადაც ოპოზიციონერ ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უბრალოდ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, სახელმწიფო არა მხოლოდ კანონის ძალით, არამედ სანქცირებული ძალადობის გამოყენებით გაუსწორდება. ცხადია, ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.

გვსურს გავაფრთხილოთ ძალადობრივი დავალებების გამცემი და შემსრულებელი პირები - ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოიძიებს დამოუკიდებელი პროკურატურა და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

"ლელო" გვერდით უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის", - წერია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის