დიმიტრი პესკოვი - რუსეთში დაგეგმილი სარაკეტო წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასავლეთის განცხადებებთან - ეს არის დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი რაუნდი

რუსეთის მიერ დაანონსებული სარაკეტო წვრთნები დაკავშირებულია უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის განზრახვის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ასევე ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადებებთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თუ მკითხავთ, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, ცხადია, რომ საუბარია ბატონი მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებაზე. მოგეხსენებათ, მათ ასევე შეუერთდა აშშ-ს სენატის წარმომადგენელი, რომელიც, თუ არ ვცდები, უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტები გაგზავნისთვის მზადყოფნაზე და განზრახვაზეც კი საუბრობდა“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული წვრთნები.

მისი თქმით, აღნიშნულ პოლიტიკოსებს ნატო-ს ჯარისკაცების რუსი სამხედროების წინაშე დაყენება სურთ.

„ეს არის დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი რაუნდი, ეს უპრეცედენტოა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს“, - დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა შტაბმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო. წვრთნებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთები ავიაციით და საზღვაო-სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება