ურსულა ფონ დერ ლაიენი - დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს რუსეთის მიერ შექმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სი ძინპინთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესაჩერებლად.

ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში.

შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცადეს, რომ მოლაპარაკებებში პრიორიტეტული თემა ვაჭრობის საკითხი იყო და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპამ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში თავისი სტრატეგიული ინტერესები უნდა დაიცვას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება