რატი იონათამიშვილი - ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს“

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს.

„ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ჩვენს ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ის ღირსია, რომ საზოგადოებამ მას ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მიერ პატრიარქის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

რატი იონათამიშვილის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება