ლევან ხაბეიშვილი - ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია, დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და კიდევ, რაც უნდათ - ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები, რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს.

არასდროს შეშინებია ქართველს, როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში! თუ ვინმე დამფრთხალია, ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა - გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” , - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება