აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნის, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა არ არსებობს, - ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.

ამასთან, სააგენტო dpa ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ მიიღონ რუსული მხარის მიწვევა, „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით“. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყანების უმრავლესობამ, მათ შორის გერმანიამ, გადაწყვიტა პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს.

"გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოსკოვში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი კონსულტაციებისთვის ერთი კვირით ბერლინში გაიწვიეს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფოსტის სერვერზე, ასევე ზოგიერთი გერმანული საწარმოს რესურსებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გაერთიანებულმა სამეფომ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ასევე განაცხადა, რომ კრემლში 7 მაისს წარმომადგენლის გაგზავნას არ აპირებს.

„გაერთიანებული სამეფო არ გაგზავნის წარმომადგენელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის არაპროვოცირებული, მიზანმიმართული და ბარბაროსული თავდასხმა სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის.

”არა, ჩვენ არ გვეყოლება წარმომადგენელი მის ინაუგურაციაზე”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში მეხუთედ უნდა დადოს ფიცი. მარტში გამართულ არჩევნებზე რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის მხარდასაჭერად ხმების 87% დაითვალა. დასავლეთმა გააკრიტიკა რუსეთის არჩევნები, როგორც არათავისუფალი და უსამართლო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო