ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო ატაშესთან, შალვა ჯაბახიძესთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

„ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, თამთა კინწურაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.

მაუთჰაუზენის ბანაკი, ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული,მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკონცენტრაციო ბანაკი.

1938-1945 წლებში, აქ,დაახლოებით 190 00 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან, დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა. 1945 წლის 5 მაისს, აშშ-ს არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე, რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება