ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

„ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან თანამშრომლობის ფორმატებზე.

შეხვედრაზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს უფლებამოსილებებზე და აღსრულების მექანიზმებზე, მიმდინარე და დასრულებულ მნიშვნელოვან საქმეებზე.

პარალელურ რეჟიმში სააგენტოში სამუშაო შეხვედრა შედგა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ძირითადად მოიცავდა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სამართლებრივ პროცედურებს და აღსრულების მექანიზმებს.

გერმანული მხარის მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეფასდა. მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად ითანამშრომლონ.

შეხვედრას ესწრებოდნენ - ფრანცისკა ალარიხი, საქართველოს საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი; სარა ცილონკა, გერმანიის საელჩოს პირველ მდივანი, ეკონომიკისა და პრესის განყოფილების უფროსი; თამარ მერმანიშვილი, სააგენტოს პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი და GCCA-ის სხვა თანამშრომლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს