ოპოზიციის წარმომადგენლებმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

ოპოზიციის წარმომადგენლები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდნენ, რომელიც თბილისში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და მის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო.

"გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ პრობლემები შეექმნება.

"საუბრის ძირითადი თემა იყო "რუსული კანონი". საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ სხვა ტიპის პრობლემები შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო, მათ შორის გვითხრა, რომ

ეს წუხილი საჯაროდაც გამოთქვა და კიდევ აპირებს გამოთქვას. აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ პროცესს, მათ შორის დეტალურად აინტერესებდა, როდის შეიძლება იყოს მესამე მოსმენა, ვეტოს დაძლევა და ა.შ. ასევე, ვისაუბრეთ 9 პუნქტზე, მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზეც, არჩევნებზეც, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო ეს "რუსული კანონი" და ის პრობლემები, რომელიც შეგვექმნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის ხელშეშლა და პროტესტი, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ვერ მიიღონ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება