გივი მიქანაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, 6-7 მაისს, რომში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური, მიგრაციის, ენერგო და სოციალური საკითხები განიხილეს.

„შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური, მიგრაციის, ენერგო და სოციალური საკითხები. დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში რუსეთის ფედერაციის გაზრდილ აქტივობებზე.

ასევე, აღინიშნა, რომ მიუხედავად მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო კომპანიისა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა არ უნდა დაივიწყონ ის რიგი უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ალიანსის სამხრეთ ფლანგიდან არსებობს და საჭიროებს წევრი ქვეყნების უფრო აქტიურ ჩართულობას.

დეპუტატებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქმედითუნარიან ნაბიჯებზე და გაფართოებული დიალოგის საჭიროებაზე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან, რაც საჭიროებს ალიანსის განახლებული სტრატეგიის შემუშავებას და შემდგომში მის იმპლემენტაციას.

როგორც ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, ზემოხსენებული პროცესები უნდა აისახოს ნატო-ს მოახლოებულ სამიტზეც, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შეიძლება წარმოიშვას. განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. რომელიც მნიშვნელოვან უსაფრთხოების გამოწვევებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური სირთულეების და გამოწვევების გათვალისწინებით, რუსეთი შეეცდება ევრო-ატლანტიკურ სივრცეს კონვენციური და ჰიბრიდული სამხედრო მეთოდების გამოყენებით მცირე და საშუალო მასშტაბიანი დესტრუქციული კერები შექმნას.

დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ალიანსის სამხრეთ ფლანგის მიმართულებით.

სპეციალური ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, სადაც საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით, გივი მიქანაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურს წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას გამოსვლასთან მიმართებაში, ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან და შავი ზღვის გავლით, რუსეთის მიერ არაერთხელ შეფერხებული უკრაინის მარცვლეულის ტრანზიტის საკითხზე, რომელიც უმეტესწილად განკუთვნილია ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა პასუხად აღნიშნა, ალიანსის მიდგომა სამხრეთ ფლანგისადმი არის 360 გრადუსით უსაფრთხოების და თავდაცვითი მექანიზმების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსკოვი მაინც ახერხებს აქტივობების გაზრდას ამ რეგიონში. შესაბამისად შავი ზღვის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ განლაგებას ნატო-ში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რაც აისახება ალიანსის გაზრდილ თანამშროლობაში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არაერთი ფორმატით გამოიხატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო