მაკა ბოჭორიშვილი - არ ვიცი, ბატონი მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA

მე არ ვიცი, ბატონი [მეთიუ] მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომელიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას.

“მე არ ვიცი, ბატონი [მეთიუ] მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება. იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე გამომდინარე იქიდან, რომ ვნახეთ, საკმაოდ ბევრი ადამიანია მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომელიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ეს არცოდნა ან სიცრუე რისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცით, რა არის FARA, ყველას შეუძლია ნახოს, ვინ და რა არის დარეგისტრირებული და რამდენი რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ბადებს ეჭვს, რომ გამიზნულია ერთადერთი რამისთვის - შექმნას საპროტესტო მუხტი საქართველოში.

“ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, ძირითადი აპელირება ხდება სწორედ ევროატლანტიკური კურსის დაზიანებაზე. სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობაზე და სწორედ ეს განცხადებებია, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ქმნის აღშფოთების მუხტს. არცერთი არგუმენტი ამ დრომდე არავის უთქვამს, გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ფასეულობებთან.

აქედან გამომდინარე მსგავსი განცხადებები ბადებს ეჭვს, რომ გამიზნულია ერთადერთი რამისთვის - შექმნას საპროტესტო მუხტი საქართველოში”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ “თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს”.

მისი თქმით, "განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს".

ამასთან, როგორც მილერმა აღნიშნა, ცრუ შედარებები წარსულშიც უნახავს.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო