ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სათაურს ისე შეუცვლის, რომ არასამთავრობოების სტიგმატიზება გამოირიცხება, ეს კომპრომისი იქნება და მდგომარეობაც შედარებით განიმუხტება

თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სათაურს ისე შეუცვლის, რომ არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზება გამოირიცხება, ეს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული კომპრომისი იქნება და მდგომარეობაც შედარებით განიმუხტება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შედარებით ნეიტრალური სათაური, მაგალითად, „უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები“ ან უბრალოდ „გამჭვირვალობა“ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უსიამოვნო იარლიყის მიკერებას.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ კომპრომისი არ მოიძებნა, დარჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს ამ კანონპროექტის სასწრაფოდ მიღება იმიტომ სურს, რომ არჩევნებამდე მოასწროს კრიტიკული მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის იმიჯის შელახვა და მათი დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„უკვე ცხადია, რომ მედიის ნაწილი და არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა 2024 წლის არჩევნების შედეგებს ისე არ შეაფასებენ, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ სურს. შესაბამისად, ე.წ რუსული კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, თქვას, რომ ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არიან და არა საქართველოს ინტერესების დამცველნი, ამიტომ მათ შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორია საყურადღებო, კერძოდ, კანონი მხოლოდ დეკლარაციის გამოქვეყნებას კი არ გულისხმობს, მასში დეკლარაციის შემოწმების მექანიზმებიც არის ჩადებული. ანალიტიკოსის განცხადებით, ქართულ რეალობაში ასეთი მექანიზმები ყოველთვის გამოიყენება ზეწოლისათვის.

„შესაბამისად, თუ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს სათაურს შეუცვლის და თავად კანონპროექტში რეპრესიული მეთოდების ამოქმედების მექანიზმებს ამოიღებს, ხელისუფლების მხრიდან დიდ კომპრომისად ჩაითვლება და აქციის მონაწილეებსაც მოუწევთ პროტესტის შეწყვეტა“ , - აცხადებს ანალიტიკოსი და ამბობს, რომ ზოგადად, გამჭვირვალობა ნამდვილად კარგია და ამ ინიციატივას ქართული საზოგადოების უმრავლესობა, მათ შორის თავადაც მხარს დაუჭერს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება