სვანეთში, მდინარეში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მაშველებმა მას მდინარე ენგურში მიაგნეს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, სადაც სამი ახალგაზრდა - ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა, მდინარეში 2 მაისს გადავარდა.

მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს, დღეს დილით კი, მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!