უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ქსელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 აგენტისგან შემდგარი ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი.

„კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გეგმები უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ქსელს, რომლის საქმიანობასაც აკონტროლებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მოსკოვიდან. ქსელში შედიოდა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი“, - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო შემსრულებლის პოვნა, რომელიც მძევლად აიყვანდა ზელენსკის, შემდეგ კი ლიკვიდაციას განახორციელებდა. ასეთ ადამიანს პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გარდა, ჯგუფი ასევე გეგმავდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება