ნინო დოლიძე - ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად არ უნდათ საქართველო ევროპული გაერთიანების მიღმა იხილონ

ჩვენს პარტნიორებს ნამდვილად არ უნდათ საქართველო ევროპული გაერთიანების მიღმა იხილონ, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, იოჰან ფორსელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველოს პარტნიორები მაქსიმალურად ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრონ და მათ დაანახონ ის საფრთხეები, რაც შესაძლოა, ამ კანონპროექტის მერე ვიხილოთ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლები და წევრი სახელმწიფოები ძალიან იმედგაცრუებულები არიან.

„საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვეხმარება და არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი. ისინი ძალიან წუხან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს და ხელშემშლელი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში. ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ქართველი ხალხის მიმართ ერთგულება და მხარდაჭერა, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან ევროინტეგრაციის პროცესში და შეეცდებიან, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ, საქართველო დაუბრუნდეს იმ გზას, რაც არის ევროპული მომავალი და ასევე, წავიდეს წინ. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა საფრთხის შემცველია ეს კანონპროექტი, თუ კანონად გადაიქცევა, როგორც დემოკრატიული უკუსვლის, ასევე ევროპული მომავლის თვალსაზრისით და რა გავლენას იქონიებს არჩევნებზე“,-განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება