გიორგი კლდიაშვილი - პროვოკაციებით  ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და მასზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც კლდიაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს და არაფერი სჭირს.

“მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს. შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი. ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“,- წერს კლდიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს