საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება