თბილისში ცნობილი ხელბურთელის  ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ინიციატივით და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადგომით, დღეს ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა.

საკრებულოს ინფორმაციით, ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა სპორტსმენის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, კეკელიძის 25 ნომერში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ გახსნეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სპორტსმენების დაფასება, რომლებმაც ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გიორგი ტყემალაძის თქმით, ჯემალ ცერცვაძე არის ლეგენდა, რომელმაც ქართულ ხელბურთში ისტორია დაწერა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა გავხსენით. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მის მიმართ დიდი პატივისცემა და ლეგენდარული სპორტსმენის სახელის უკვდავსაყოფად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჯემალ ცერცვაძის მიღწევებზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მემორიალური დაფის გახსნაზე განაცხადით საკრებულოს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა, რასაც განათლებისა და კულტურის კომისიამ მხარი სრულად დაუჭირა და საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთო.

„ჩვენი კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფის გახსნის საკითხი. ჯემალ ცერცვაძე მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო, რომელმაც ხელბურთში მთელი ეპოქა შექმნა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა მისი მემორიალური დაფის გახსნაში აქტიური მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

საკრებულოს ცნობით, ფენომენალური ტექნიკის მქონე ქართველი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე 1968 წელს მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი გახდა. იგი მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში და სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში. ჯემალ ცერცვაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ხელბურთის განვითარების საქმეში. მანვე მსოფლიოში პირველი ოლიმპიური რეზერვის ხელბურთელთა უნიკალური სკოლა დააარსა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.

ლეგენდარული ხელბურთელის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო