პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბებიან. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება და ორგანიზატორებს თქმით, ისინი საჯარო მოხელეებსაც მიმართავენ.

“ამ კანონს, პირველ რიგში, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რაც ევროპული ინტეგრაციის გზას ეწინააღმდეგება, არაკონსტიტუციურია. ეს ხაზს უსვამს ხელისუფლების ცინიკურობას, რომელიც საქართველოს საზღვრებს, დროშას, გერბს პატივს არ სცემს.

დღევანდელ პროტესტზე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც სამწუხაროდ გვაქვს - საფრთხე იმისა, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერდეს. ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვაა.

გვინდა ჩავუაროთ “ქართული ოცნების” ოფისს და ჩვენი აზრი მკაფიოდ დავაფიქსიროთ. საჯარო მოხელეებისთვის მიმართვა მზად გვაქვს. დღეს, ასევე, მრავალ პროვოკაციას ველით, რადგან ვიღაცებს ნომრებზე ურეკავენ და კანონის წინააღმდეგ გამოსვლისთვის შეურაცხყოფას აყენებენ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს