საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს“  ფოთშიც გაიმართა

„არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომის მემორიალთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

მათი განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

"უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვუერთდებით სააქციო პოლიფონიას და ვცდილობთ აქედან გავაგონოთ სხვადასხვა რეგიონის ადამიანებს, რომ ფოთიდანაც ვაქტიურობთ და ვაპროტესტებთ ამ კანონს. დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა, რომ ემხრობიან ევროპულ მომავალს, მაგრამ ისინი არ აპირებენ გაიწვიონ "რუსული კანონი" . ვეწინააღმდეგებით ამგვარ მოქმედებას და ჩვენ ვამბობთ: "არა რუსულ კანონს. გვინდა, რომ ჩვენი საგარეო კურსი იყოს მთლიანად ევროპისკენ მიმართული და არ გვსურს ხვალ გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა კუბეციამ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება