ისრაელის თავდაცვის ძალები - რაფაჰიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰიდან სამხრეთ ისრაელის კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კერემ შალომის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს.

„რაკეტები, რომლებიც კერემ შალომის გამშვები პუნქტის ტერიტორიისკენ გაისროლეს, ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ღაზის სექტორში. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ოპერაციას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების აუცილებელი პირობები კერემ შალომის ხელახლა გახსნისთვის“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ცნობით, რაფაჰიდან რეიმის მიმართულებით 12 ჭურვი ისროლეს, ხუთი მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, დანარჩენი კი ღია ზონაში დაეცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

”ერთ საათზე ნაკლებ დროში, ისრაელის თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაარტყა გამშვებს, რომელიც ისრაელის მიმართულებით ისროდა,”- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება