ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, არა ვუთხრათ ყველაფერს, რაც გვაშორებს ჩვენ ისტორიულ ოჯახს

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი - 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 9 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება - ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის შეიქმნა - შესაბამისად, საქართველო მის ისტორიულ ოჯახში დაბრუნებით შეძლებს უზრუნველყოს მშვიდობა და სოციალური დაცულობა მისი მოქალაქეებისთვის.

„ფაშიზმზე გამარჯვების დღე გამარჯვების, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლოა. სწორედ ევროპისა და ევროკავშირის იდეის, მშვიდობის იდეის, ირგვლივ უნდა გაერთიანდეს საქართველო და უარი უნდა უთხრას ყველაფერს, რასაც დაყოფა და კონფლიქტი შემოაქვს ქართულ საზოგადოებაში - პირველ რიგში, კი რუსულ კანონს“ - განმარტავს გიორგი მელაშვილი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის თავმჯდომარე ორგანიზაციის, ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის, ხელმძღვანელი

მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება ერთიანია მის სულისკვეთებაში, გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს ნათლად ჩანს მოსახლეობის გამოკითხვებში სადაც 80%-ზე მეტი ნათლად აფიქსირებს საკუთარ სურვილს დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, „საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის“ ისტორიკოსის ირაკლი ხვადაგიანის განმარტებით, „რუსული კანონის“ მიღება საქართველოსთვის ხურავს ევროკავშირის კარს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს და დამოუკიდებლობის იდეას.

„საქართველოს ისტორია სავსეა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირებით, იქნებიან ყიზილბაშებთან მებრძოლი გმირები, მეორე მსოფლიო ომსა თუ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა“ - ამბობს ხვადაგიანი. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ამ გამოწვევას, ერთიანობით უნდა უპასუხოს.

კოალიცია მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ უარი თქვას რუსულ კანონზე, შეასრულოს ევროკავშირის 9-ვე რეკომენდაცია და უზრუნველყოფს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება