ალტე უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წევრი გახდა

ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) წევრი გახდა.

ალტე უნივერსიტეტს, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრს, შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და ერთიან ევროპულ პროექტებში, მიიღოს მონაწილეობა ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილება.აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს და მას 47 ქვეყანაში 850 -მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში წევრობის უპირატესობები გულისხმობს:

უნივერსიტეტების სახელით ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ევროპ ლი პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას;

მნიშვნელოვან ევროპულ დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებას;

საერთაშორისო დონეზე ევროპული უნივერსიტეტების ინტერესების წარმოჩენას. ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს, დამატებით, შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.

ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://eua.eu/about/who-we-are.html

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს