ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე რვა ქვეყნის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის მოსახლეობას მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა, - ამის შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა მისალოცი გზავნილები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გაუგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა შეწყდეს და, რა თქმა უნდა, ყურადღებით შეინარჩუნოთ და შემდეგ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები გადასცეთ, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ღირსეულად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ვლადიმერ პუტინმა „რწმენა გამოთქვა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საიმედო საფუძვლად დარჩება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს