9 მაისს რუსთაველის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს გამართავს

9 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს გამართავს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა ავრცელებს.

ღონისძიებას, რომელსაც უმასპინლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

გალაკონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი ცაგარელი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, გორის გოგონათა გუნდი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება