ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობასთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, რათა მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაეჟღერებინათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტი ქვეყანას აშორებს ცივილიზებულ სამყაროს და აფერხებს განვითარებას. აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობასაც მოაწყობენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.

შეკრებილებთან მივიდა მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. უკვე აგონიაში არიან, იმიტომ, რომ ყველაფერი წააგეს. ჩვენ მალე ქუჩებში კი არ გამოვალთ, უკვე ვიზეიმებთ საქართველოს თავისუფლებას. მეზობლები და უბნის ხალხი მომისიეს და რატომღაც ეგონათ, რომ ხმას არ ამოვიღებდი. მე სხვებს ვასწავლი 112-ში როგორ დარეკონ და როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. უფრო მეტი შემართებით და უფრო მეტი წინსვლით ვივლით ჩვენი ქვეყნისთვის, სიცოცხლესაც არ დავზოგავთ. ნურაფრით ნუ გვაშინებთ. თუნდაც იარაღებით დაგვხვდით, არ გვეშინია", - განაცხადა ლადო აფხაზავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება