ქეთევან თურაზაშვილი - “ქართული ოცნება" უკვე აგონიაშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს

"ქართული ოცნება" დღეს უკვე არის აგონიაში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ვნახეთ როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, წარმოუდგენელი, მხეცური მეთოდებით, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება", წინა ხელისუფლების მსგავსად, სისტემური მოძალადე გახდა, ამიტომ მათი მმართველობა არჩევნების გზით უნდა დასრულდეს.

,,ერთადერთი რამ, რასაც საამაყოდ იტოვებდა ,,ქართული ოცნება" იყო ის, რომ მათი მმართველობა არ არის ძალადობრივი და ისინი წინა ხელისუფლებისგან თავს ამით განასხვავებდნენ. დღეს მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ასევე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ეს ე.წ. ,,კოზირიც" მათ დაკარგეს, ისინი გახდნენ სისტემური მოძალადეები, სისტემური დამნაშავეები, ჩვენ ვნახეთ დეპუტატების წინააღმდეგ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული წარმოუდგენელი, მხეცური მეთოდებით ანგარიშსწორება, ჩვენ ვნახეთ როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, უკვე არაფერზე უკან არ იხევენ, მე ვთვლი, რომ ხელისუფლება დღეს უკვე არის აგონიაში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. გარდა ამისა, რასაც ახლა ვხედავთ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, ეს ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში ასეთი წარმოუდგენლად სულელური აზრი, როგორ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ განახორციელო მსგავსი ქმედება. უკვე საკუთარ თავს დასცინის ,,ქართული ოცნება", ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც არჩევნების გზით უნდა წავიდეს და ვერასოდეს მსგავსი ერთპიროვნული მმართველი ვეღარ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება