რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანელ სტუმრებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს - აიათოლა დიბაჯის, აიათოლა გარავის და აბდულრაჰიმ ფორუტანის შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი რახიდ ქერიმოვი ესწრებოდნენ.

„აიათოლა დიბაჯიმ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ვიზიტის გამო, მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს, რომ დღესასწაულების პერიოდში შეხვდა და აიათოლა შაჰრისტანის მოკითხვა გადასცა. მისი თქმით, აქვს ინტერრელიგიურ დიალოგებში და კონფერენციებში მონაწილეობის 50 წლის გამოცდილება, მადრიდში, რომში, ვატიკანში, ასევე პაპის ჩართულობით ორგანიზებულ ღონისძიებებში და გამოთქვა გამოცდილების გაზიარების სურვილი: „საშიში დროა ახალგაზრდებისათვის, თუ ჩვენ მათთან არ დავიწყებთ თანამშრომლობას და მათზე ზრუნვას, ჩვენ მათ დავკარგავთ ან დაეში წაგვართმევს. მომავალ თაობას ახალი და საინტერესო პროექტები უნდა შევთავაზოთ, უნდა გვქონდეს სტრატეგია და ერთობლივად ვიმოქმედოთ, განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი მიზანი" - თქვა მან და მადლიერება გამოხატა საქართველოში არსებული ტოლერანტული რელიგიური გარემოს, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის გამო. აიათოლა დიბაჯიმ სააგენტოს თავმჯდომარე ირანში დაპატიჟა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება