პეტრ პაველი - უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომაზე და უკრაინას დახმარება გავუწიოთ ახლა, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად

უკრაინის ომის მთელი პერიოდის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში, დახმარება რომ ადრე მიეწოდებინათ, სიტუაცია, შეიძლება, განსხვავებული ყოფილიყო, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

„არ ვიტყოდი, რომ დასავლეთმა იმედი დაკარგა, მაგრამ უკრაინის ომის განმავლობაში დასავლეთი სიფრთხილეს იჩენდა მხარდაჭერაში. ის თავიდანვე ცდილობდა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. ყოველი ახალი ეტაპი დიდხანს განიხილებოდა, სანამ საბოლოოდ განხორციელდებოდა. ეს დისკუსიები და რისკების შეფასება რომ გამოგვეტოვებინა, უკრაინა ამ დახმარებას მიიღებდა რამდენიმე თვით და, ალბათ, წლების წინ, და სიტუაცია შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომაზე და გავუწიოთ დახმარება ახლა, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწრაფად, რათა თავიდან ავიცილოთ უკრაინის მიერ ტერიტორიებისა და ადამიანების სიცოცხლის შემდგომი დაკარგვა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ბევრი პარალელი არსებობს მეორე მსოფლიო ომისა და უკრაინის ომს დაწყებას შორის და რომ ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი უნდა დაუთმოს.

„ისევე, როგორც არცთუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთთან დაკავშირებით მოვიქეცით, წარსულშიც არ გვინდოდა იმის აღიარება, რომ ჰიტლერს რეალურად შეეძლო ამ მასშტაბის ომის დაწყება. იმ დროს ჩეხოსლოვაკიის დასავლელ მოკავშირეებს სჯეროდათ, რომ შეეძლოთ მსოფლიოს გადარჩენა ჰიტლერთან დათმობებზე წასვლით. როგორ ცდებოდნენ! დღეს ბევრი ადამიანი მიდრეკილია თქვას: „მოდით, პუტინს დავუთმოთ, მივცეთ მას უკრაინის ნაჭერი და ომი დასრულდება და მშვიდობა დადგება“. ალბათ, ისტორიას უნდა გადავხედოთ და მისგან გაკვეთილები ვისწავლოთ დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება