ვლადიმერ პუტინი კრემლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კრემლის წმინდა ანდრიას დარბაზში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო სამიტის შემდეგ გაიმართა.

„ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისა და სომხეთისთვის, თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის) ფარგლებში დადებითია, რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისიც ძალიან წარმატებით ვითარდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 2015 წლიდან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან 14-ჯერ გაიზარდა, რუსეთთან კი შვიდ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

„ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ასეთი მოცულობა აქამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება