იენს სტოლტენბერგი - პუტინს სჯერა, რომ შეუძლია უკრაინაში გაიმარჯვოს, ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განთავსებას არ გეგმავს.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხების გამო, რუსულმა ძალებმა შეძლეს პროგრესის მიღწევა თავდასხმაში და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სიტუაცია იცვლება, ადგილზე ყოფნაზე საუბარი არ არის.

„ნატო არ აპირებს უკრაინაში ჯარების განთავსებას, როდესაც უკრაინას ვეწვიე, უკრაინელებს არ უთხოვიათ ნატო-ს ჯარები, მათ მეტი მხარდაჭერა ითხოვეს“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამარჯვებას მიაღწევს.

„პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ შეუძლია გაიმარჯვოს. ერთადერთი გზა მის დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ბრძოლის ველზე იმის დამტკიცებაა, რომ ვერ გაიმარჯვებს და ერთადერთი გზა ამის მისაღწევად უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევაა“, - ამტკიცებს სტოლტენბერგი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს