ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, “შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბიულეტენების 79.2 პროცენტის დათვლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების 64.8 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ კი - 29.2 პროცენტი.

სოციალ-დემოკრატმა პენდაროვსკიმ დამარცხება აღიარა, კონკურენტს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია „თქვენი მაკედონია“ იმარჯვებს, რომლის სათავეშიც „შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია - მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტია“ დგას. კერძოდ, ბიულეტენების 78.2 პროცენტის დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოალიციამ ამომრჩევლების ხმების 42.5 %-ი მიიღო, ხოლო მაკედონიის „სოციალ -დემოკრატიულმა კავშირმა“ - 14.5 %-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს