რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქი დილით დაბომბეს, არის ორი დაღუპული და ამდენივე დაშავებული. მტრის არტილერიამ 62 წლის მამაკაცისა და 65 წლის ქალის სიცოცხლე შეწყვიტა“, - აცხადებს ლისაკი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა კიდევ 2 კერძო სახლი და 5 კორპუსი, ასევე მაღაზია, 2 სავაჭრო პავილიონი და გაზსადენი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს