დონალდ ტრამპი - არაკეთილსინდისიერი ჯო „ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას.

მისი თქმით, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. გახსოვდეთ - ეს ომი ისრაელში, ისევე, როგორც ომი უკრაინაში, არასდროს დაიწყებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მალე, ჩვენ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მშვიდობას ძალით!“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს