კახა კალაძე - არასდროს ვიკადრებ, ვიღაცას განსხვავებული აზრი ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო - მე მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები

არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო - მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პრეტენზია გვაქვს ევროპულობაზე, მაგრამ განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და მიმღებლობა არ გვაქვს.

„მე მაქვს ყველა მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე, თავისი „სქრინებით“, სახელებითა და გვარებით. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ და ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს უწოდო მოღალატე, ან „დააბულინგო“ იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს - შეიძლება მას დისტანცირება უნდა რაღაც კონკრეტული თემისგან ან საკითხისგან, შეიძლება ვერ ერკვევა, შენ რატომ ძალადობ ფსიქოლოგიურად და რატომ გინდა, რომ ეს ადამიანი "დააბულინგო", შეურაცხყოფა მიაყენო, დაემუქრო?

მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, არ იფიქროთ, რომ გავთიშე, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ამ ადამიანის შესახებ. მე არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, დავემუქრო შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო - არ არის ეს სწორი ფორმა და სწორი დამოკიდებულება. მაგრამ ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს. ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ფაშიზმი, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება