გაერო-ში ისრაელის ელჩი - აშშ-დან იარაღის მიწოდების შეჩერებამ, ისრაელის სამხედრო მიზნები შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს

აშშ-დან იარაღის მიწოდების შეჩერებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ისრაელის შესაძლებლობა სამხედრო მიზნებს მიაღწიოს, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, ის შეაჩერებს აშშ-ის იარაღის მიწოდებას ისრაელისთვის, თუ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის ბრძანებას გასცემს.

„გადაწყვეტილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ისრაელს ან მნიშვნელოვნად დააზარალოს ისრაელის შესაძლებლობა, მიაღწიოს ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზანს - „ჰამასის“ მთავრობის დამხობას“, - აღნიშნა ერდანმა.

მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის განცხადების მიღმა ცუდი განზრახვა დგას, თუმცა ისრაელის პარტნიორების მხრიდან ნებისმიერმა შეზღუდვამ, შესაძლოა, ქვეყნის მტრები წაახალისოს.

„ცხადია, რომ ისრაელის ნებისმიერ შეზღუდვას, რომელიც მომდინარეობს მისი მოკავშირეებისგან, მისი მტრები აღიქვამენ, როგორც წარმატების მიღწევის იმედის მიმცემს. ამან, შესაძლოა, ისრაელის სახელმწიფოსა და ერის მტრები წაახალისოს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება