ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გლობალური შეტაკება თავიდან აიცილოს, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომის ყველა მონაწილეს გმირები უწოდა.

„ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვების დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში. მისი ყველა მონაწილე, ვინც ფრონტზე, საბრძოლო შეტაკების ხაზზე იმყოფება, ჩვენი გმირები არიან. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამძლეობითა და თავგანწირვით და თავდადებით. მთელი რუსეთი თქვენთანაა“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე, სადაც „II მსოფლიო ომში“ გერმანიაზე გამარჯვების 79 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და მას „ჭეშმარიტად ეროვნული, წმინდა დღესასწაული უწოდა“.

„გილოცავთ გამარჯვების დღეს, ჩვენს მთავარ, ჭეშმარიტად ეროვნულ, წმინდა დღესასწაულს!“ - მიმართა პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს.

მისი თქმით, არავის მისცემს იმის უფლებას, რომ დაემუქრონ.

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გლობალური შეტაკება თავიდან აიცილოს, მაგრამ, ამავდროულად, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

რუსეთის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა და ნაციზმის რეაბილიტაციასა და ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულა.

„რევანშიზმი, ისტორიის ბულინგი, ნაცისტების ამჟამინდელი მიმდევრების გამართლების სურვილი არის დასავლური ელიტების ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რათა წაახალისონ უფრო და უფრო მეტი რეგიონული კონფლიქტები, ეთნიკური და რელიგიათაშორისი მტრობა“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება